დღევანდელი დღე დავუთმეთ დიფერენცირებულ სწავლებას.განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების კომპონენტები პროექტულ სწავლებაში,სიღრმისეულად განვიხილეთ ფასილიტაცია. შევქმენით ფასილიტაციის მასალა.
შეფასება მნიშვნელოვანი კომპონენტია პროექტში, მის საფუძველზე ვახორციელებთ პროექტში ცვლილებებს მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, ვახდენთ დიფერენცირებას, ამასთან მასწავლებელმა უნდა დაგეგმოს დიფერენცირების პროცესი წინასწარ, რომ პროექტის განხორციელებისას იგი იყოს ფასილიტატორი.
ეს დღეც საინტერესო და სასარგებლო იყო.ვიმუშავეთ შეფასების ბიბლიოთეკაში ,შევქმენით წინარე ცოდნის, ჯგუფური მუშაობის შეფასების ინსტრუმენტი.დრაივში ავტვირთეთ რუბრიკები კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმას.
დღე დაიწყო სასწავლო პრობლემებზე საუბრით,რომელიც შეიძლება გამხდარიყო ჩემი პროექტის თემა. კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტებით სწავლების მოთხოვნებს,შესაბამისობა ჩემს პროექტის გეგმასთან გავაანალიზე.შევადგინეთ ჩეკლისტები პროექტზე ,რაც ვთვლი ,რომ უმნიშვნელოვანესია ასეთი ტიპის სამუშაოს შესასრულებლად მოვამზადეთ პუბლიკაცია მშობლებისათვის.ამ ყველაფერს აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
დღევანდელი დღეც საინტერესო იყო.ვიმაშავეთ სასწავლო პროექტის მიზნებზე ბლუმის ტაქსონომიისა და 21 საუკუნის უნარჩვევებიდან გამომდინარე,სტანდარტი და ინდიკატორები მოვარგეთ . მიმართულების მიმცემი კითხვები მოვამზადეთ.გავეცანით მიზნებისა და კითხვების შეფასების რუბრიკებს.

ReplyDelete