Posts

Showing posts from July, 2018

დღე lX

დღეს განვიხილეთ პრეზენტაციის მეთოდები, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, გავეცით უკუკავშირები.დასრულდა ტრენინგი და ვფიქრობ ძალიან  საინტერესოდ ვიმუშავეთ, ბევრი საჭირო უნარჩვევა შევიძინე, რომელიც  ვფიქრობ  ჩემს  პედაგოგიურ პრაქტიკას გაამრავალფეროვნებს.   .მიღებული ინფორმაცია არა მხოლოდ პროექტულ სწავლებაში დამეხმარება არამედ ჩემს საქმიანობას ბევრად საინტერესოს გახდის.არაჩვეულებრივ შეფასების ბიბლიოთეკა შევიძინეთ,ასევე რესურსი ვიუვერის სახით.ფასილიტაციის კარგ მეთოდებს გავეცანით, რასაც სამომავლო პრაქტიკაში აქტიურად გამივიყენებ. დიდი მადლობა ყველას ვინც ამის შესაძლებლობა შექმნა.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

ჩემი საქაღალდის ბმული

დღე მეერვე

დღევანდელი დღე დავუთმეთ დიფერენცირებულ სწავლებას.განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების კომპონენტები პროექტულ სწავლებაში,სიღრმისეულად განვიხილეთ ფასილიტაცია. შევქმენით ფასილიტაციის მასალა.

დღე მეშვიდე

ეს დღეც საინტერესო და სასარგებლო იყო.ვიმუშავეთ შეფასების ბიბლიოთეკაში ,შევქმენით წინარე ცოდნის, ჯგუფური მუშაობის შეფასების ინსტრუმენტი.დრაივში ავტვირთეთ რუბრიკები კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმას.

დღე მეექვსე

განვიხილეთ მოსწავლის მიერ შექმნილი სასწავლო პროდუქტების შექმნა და შეფასება. მოვამზადეთ ჩეკლისტი, ვიმუშავეთ საპრეზენტაციო სლაიდების შექმნაზე.ვიმსჯელეთ მოსწავლის მიერ შექმნილი პროდუქტის  შეფასების  რუბრიკებზე.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია

დღე IV

დღე დაიწყო პროექტის შეფასების ინსტრუმენტების გაცნობით . ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე, მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე. დასასრულს შევქმენით ჩვენი სასწავლო პროექტის პორტფოლიო. საინტერესო და პროდუქტიული დღე იყო.მიღებული ცოდნა და უნარჩვევები ჩემს პედაგოგიური პრაქტიკას  საინტერესო ფურცლებს შემატებს. 

დღე III

დღევანდელი დღეც საინტერესო იყო.ვიმაშავეთ სასწავლო პროექტის მიზნებზე ბლუმის ტაქსონომიისა და 21 საუკუნის უნარჩვევებიდან გამომდინარე,სტანდარტი და ინდიკატორები მოვარგეთ  . მიმართულების მიმცემი კითხვები  მოვამზადეთ.გავეცანით მიზნებისა და კითხვების შეფასების რუბრიკებს.

დღე II

დღე დაიწყო სასწავლო პრობლემებზე საუბრით,რომელიც შეიძლება გამხდარიყო ჩემი პროექტის თემა. კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტებით სწავლების მოთხოვნებს,შესაბამისობა ჩემს პროექტის გეგმასთან გავაანალიზე.შევადგინეთ ჩეკლისტები პროექტზე ,რაც ვთვლი ,რომ უმნიშვნელოვანესია ასეთი ტიპის სამუშაოს შესასრულებლად მოვამზადეთ პუბლიკაცია მშობლებისათვის.ამ ყველაფერს აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.